გიგი უგულავას დაკითხვა

გიგი უგულავა: „სითი პარკის" საქმეზე შესაძლოა ბრალი წამიყენონ

0 კომენტარი
გიგი უგულავა ფოტო: ტაბულა

კითხვები ძირითადად ბუღალტერიის ნიუანსებს შეეხებოდა, - თქვა თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში 7-საათიანი დაკითხვის შემდეგ. უგულავა "სითი პარკის" საქმის გამო იყო დაბარებული. მისი ვარაუდით, „სითი პარკის" საქმეზე მას აღარ დაკითხავენ, თუმცა აღნიშნავს, რომ შესაძლოა ბრალი წაუყენონ. 

ყოფილი მერი მთავრობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. „შეიძლება ისეთი შეცდომა დაუშვან, რომ შემდგომ არბიტრაჟში მთავრობამ წააგოს და სახელმწიფოს დიდი ვალი დარჩეს. სხვა შემთხვევაში ვფიქრობ, ამ საქმეს სასამართლოზე არანაირი პერსპექტივა არ აქვს. თვითონ გამომძიებლებთან პრეტენზია არ მაქვს. როგორც ბიძინა ივანიშვილი ამბობს, უკვე დავმეგობრდით კიდეც, ნაწილობრივ, ტელევიზორსაც ვუცქერდით“, - თქვა გიგი უგულავამ.

უგულავამ საგამოძიებო სამსახურის შენობასთან თავისუფალი ზონისა და ახალგაზრდული ცენტრის აქტივისტებს შორის მომხდარი დაპირისპირებაც შეაფასა. „გაცილებით უფრო მძიმე სიმპტომებს შეიცავს ის,  რაც გარეთ ხდებოდა. ივანიშვილის და ღარიბაშვილის უპასუხისმგებლობით საქართველო და განსაკუთრებით თბილისი შეიძლება კინოსურათს Gangs of New York დაემსგავსოს. რეციდივები უკვე არის. მთავრობამ ეს კვერცხოსნები და კვერცხოვანი ხალხი თუ არ ალაგმა, შეიძლება უმართავი ვითარება მივიღოთ“, - ამბობს უგულავა.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბინის გაქურდვის დროს, თბილისში ერთი კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები