თვითმმართველობის არჩევნები

პრეზიდენტმა ადგილობრივი არჩევნების დანიშვნის შესახებ განკარგულება გამოსცა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დანიშვნის შესახებ განკარგულება გამოსცა. შესაბამისი ნორმატიული აქტი თანხმობის მისაღებად ხვალ მთავრობის სხდომაზე გადის. მარგველაშვილმა არჩევნების თარიღად პარლამენტში პრეზიდენტის მოხსენებით გამოსვლისას ნათქვამი - 15 ივნისი განსაზღვრა.

საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების დანიშვნის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების მოწონების თაობაზე" მთავრობის ხვალინდელი სხდომის დღის წესრიგში პირველ საკითხად არის შეტანილი.

საარჩევნო კოდექსის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, თვითმმართველი ქალაქის მერის და თვითმმართველი თემის გამგებლის მორიგ არჩევნებს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერმინისტრის კონტრასიგნაციით.

კომენტარები