არეულობა უკრაინაში

ტურჩინოვი: მოგიწოდებთ, არ გახდეთ იარაღი ომში საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ

ria.ru

უმაღლესი რადას სპიკერი ალექსანდრ ტურჩინოვი აღმოსავლეთ უკრაინის მოსახლეობას მოუწოდებს, არ გახდნენ ინსტრუმენტები ომში საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. ტურჩინოვმა უკრაინელებს ტელევიზიით მიმართა.

”მოვუწოდებ მოქალაქეებს აღმოსავლეთ უკრაინაში - არ გახდნენ ინსტრუმენტები ომში საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. არ მიემხროთ მათ, ვინც ცდილობს დაანგრიოს მშვიდობა და შექმნას ეკონომიკური კატასტროფა, სამოქალაქო არეულობები. ახლა მთავარია, არ შეიქმნას დესტაბილიზაცია ქვეყანაში. არ იყოთ მტრის გვერდით, რომლის მიზანია, ხელი შეუშალოს არჩევნებს, გადააყენოს მთავრობა, შექმნას ქაოსური სიტუაცია და კონტროლის ნაკლებობა.

ყველა უკრაინელს მივმართავ: გარე საფრთხეების წინააღმდეგ უნდა გავერთიანდეთ. ყველამ უნდა ვეცადოთ, შევაჩეროთ პანიკა. მხოლოდ ერთად, ერთმანეთის დახმარებით, შევძლებთ გადავჭრათ დღეს შექმნილი პრობლემები”, - აღნიშნა ტურჩინოვმა.

 

კომენტარები