წინასაარჩევნო გარემო

პრემიერმა წინასაარჩევნო დაკავებებზე მორატორიუმი გამოაცხადა

საქართველოს მთავრობა

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, წინასაარჩევნო დაკავებებზე მორატორიუმი ცხადდება. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ღარიბაშვილმა სამართალდამცავებს მოუწოდა, თავი შეიკავონ იმ ადამიანების დაკავებისგან, რომლებიც წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად არიან ჩართულნი. პრემიერის თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები სამართლიანად და დემოკრატიულად უნდა ჩატარდეს.

"ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყევლაფერი იმისთვის, რომ ყველა პარტიას მიეცეს სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის ჩატარების საშუალება. ამიტომ, მე მინდა გამოვაცხადო მორატორიუმი და მივმართო სამართალდამცავ ორგანოებს, წინასაარჩევნო პერიოდში მაქსიმალურად შეიკავონ იმ პირთა უფლებების კანონიერი შეზღუდვისგან და იმ პირთა დაკავებისგან, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ საარჩევო კამპანიაში. ეს უნდა იყოს მხოლოდ უკიდურესი ზომა, თან მკაფიოდ დასაბუთებული, გარდაუვალი და გადაუდებელი აუცილებლობა", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა

ცნობისთვის, ბოლო პერიოდში გახშირდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერთა და წევრთა დაკითხვა-დაკავებები. 12 აპრილს, გვიან ღამემდე კითხავდნენ ენმ-ის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს გიგი უგულავას. ერთი კვირის წინ დაკითხეს ნაციონალური მოძრაობის მდივანი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში გიგა ბოკერია. ასევე, დაკითხვებზე იბარებენ გამგებლებს და მერიის თანამშრომლებს, ბრალი წარუდგინეს უგულავას სიმამრს შალვა კილაძეს, წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან დუშეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ხონის გამგებელი და გამგებლის მოადგილე. 

კომენტარები