ტერაქტი ნიგერიაში

ნიგერიაში ტერაქტის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 71 ადამიანი დაიღუპა

bbc.com

ნიგერიაში ტერაქტის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 71 ადამიანი დაიღუპა, 120-ზე მეტი კი დაშავდა.

აფეთქება დილით, დედაქალაქ აბუჯას ავტოსადგურზე მოხდა, როდესაც იქ ყველაზე მეტი მგზავრი იმყოფებოდა.

პასუხისგებლობა ტერაქტზე ჯერჯერობით არავის აუღია.

ვარაუდობენ, რომ აფეთქების უკან ისლამისტური ტერორისტული დაჯგუფება ბოკო ჰარამი დგას, რომელმაც ნიგერიაში არაერთი მსგავსი ტერაქტი განახორციელა.

კომენტარები