სპორტის სახელმწიფო პოლიტიკა: გამოწვევები და პერსპექტივა

პრემიერი ბიზნესმენებს სპორტსმენებში ინვესტიციის განხორციელებისკენ მოუწოდებს

0 კომენტარი

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბიზნესმენებს ახალგაზრდა სპორტსმენებში ინვესტიციის განხორციელებისკენ მოუწოდებს. ღარიბაშვილი ექსპო ჯორჯიაში მიმდინარე კონფერენციას "სპორტის სახელმწიფო პოლიტიკა: გამოწვევები და პერსპექტივა" დაესწრო.

"ჩვენი არაერთი ბიზნესმენი აფინანსებს სახელოვან სპორტსმენებს, ისინი კეთილ საქმეს აკეთებენ და ქველმოქმედებას ეწევიან. მინდა შევთავაზო მათ ახალი ხედვა - შეხედონ ახალგაზრდა, დამწყებ და უკვე პროფესიონალი სპორტსმენების პერსპექტივას, მომავალში ინვესტირების კუთხით, ჩადონ ინვესტიციები და მერწმუნეთ, ისინი მიიღებენ უკუგებას და იამაყებენ თავიანთი წვლილით ამ საქმეში", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილის თქმით, სპორტს განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდება სახელმწიფოს მხრიდან, რადგან სპორტის სათანადოდ განვითარებისათვის არ კმარა მხოლოდ ცალკეული ადამიანებისა და სპორტსმენების ძალისხმევა.

"საჭიროა სახელმწიფომ იზრუნოს და მეტი ყურადღება დაუთმოს სპორტს. უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში პირველად ტარდება სპორტის განვითარების საკითხებისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელიც უპრეცედენტოა თავისი მასშტაბითა და მნიშვნელობით. იმედი მაქვს, დღევანდელი ჩვენი შეხვედრა ხელს შეუწყობს სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის ეფექტიან განხორციელებას", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილის თქმით, მთავრობა ინტენსიურად მუშაობს იმისათვის, რომ სპორტს ჰქონდეს მაქსიმალური ხელშეწყობა სახელმწიფოს მხრიდან და სახელმწიფო დაფინანსება ქართული სპორტის განვითარების საქმეში იყოს სოლიდური. როგორც ღარიბაშვილმა განმარტა, ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადადგა მთავრობამ.

ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოს მხრიდან პროფესიული სპორტის განვითარების ხელშეწყობას. ღარიბაშვილის განმარტებით, ამ მიმართულებით მთავრობამ შეიმუშავა ნიჭიერი სპორტსმენების აღმოჩენისა და ხელშეწყობის პროგრამები, რათა საქართველო ღირსეულად წარდგეს საერთაშორისო შეჯიბრებებზე, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე, ოლიმპიურ თამაშებზე.

ამასთან, როგორც ღარიბაშვილი მიიჩნევს, სპორტის განვითარების სახელმწიფო პოლიტიკა ბევრ რამეს სასიკეთოდ შეცვლის ქართულ სპორტში, სპორტის მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულებაში და კიდევ უფრო გაზრდის ინტერესს ქართული სპორტის მიმართ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 10 შეკვრა ჰეროინი ამოიღო და ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები