პრეზიდენტის შეფასება

პრეზიდენტი: ამ ეტაპზე რუსეთთან რაიმე ღია დაპირისპირებას არ ვაფიქსირებთ

„ორი წინადადებით თუ შევძლებ გიპასუხოთ, ჩვენ ამ ეტაპზე რაიმე ღია დაპირისპირებას არ ვაფიქსირებთ, რომელიც შეიძლება რუსეთის ფედერაციასთან არსებობდეს. რუსეთის ფედერაციისგან ღია საფრთხეს არ ვხედავთ“, - თქვა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.  

პრეზიდენტი საფრთხეების დაძლევის გზების შესახებაც საუბრობს. „საქართველოში მეტი სტაბილურობა და საგარეო პოლიტიკაში უფრო ერთიანი პოზიცია უნდა იყოს“, - აღნიშნავს მარგველაშვილი. საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ შიდა სტაბილურობა არის საკითხი, რომელიც ყველას აღელვებს. „ჩვენ ამ თვალსაზრისით რაიმე შემაშფოთებელი აქცენტი არ გვაქვს, მაგრამ მისი შენარჩუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინ არის მნიშვნელოვანი“, - მიიჩნევს პრეზიდენტი. 

კომენტარები