ჟურნალისტების დაკავება

ქარტია: მივმართავთ უწყებებს, იზრუნონ TV3-ის გადამღები ჯგუფის გათავისუფლებაზე

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ტელეკომპანია TV3-ის გადამღები ჯგუფის დაკავების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.  ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გადამღები ჯგუფის წევრები ბელა ზაქაიძე, ვახტანგ ლეკიაშვილი და მიხეილ მიხოევი კონფლიქტის ზონაში რუსმა სამხედროებმა დააკავეს. ისინი სოფელ აძვში საზღვრის გადმოწევის ფაქტის გასაშუქებლად იმყოფებოდნენ.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიმართავს სახელმწიფო უწყებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, იზრუნონ ტელეკომპანიის წარმომადგენლების დაუყოვნებლივ გათავისუფლებაზე. ქარტია ასევე მიმართავს ცხინვალში მომუშავე კოლეგებს, დაინტერესდნენ შექმნილი ვითარებით.

კომენტარები