ვანო მერაბიშვილის პატიმრობა

ენმ: ვანო მერაბიშვილს დაბადების დღეზე ციხიდან დარეკვის საშუალება არ მისცეს

0 კომენტარი

„ვერ დავადასტურებთ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ვანო მერაბიშვილს დღეს ციხიდან დარეკვის საშუალება არ მიეცა. ათასობით მსჯავრდებულია და ყველა მათგანის სატელეფონო ზარის შესახებ კომენტარს ვერ გავაკეთებთ“, - აღნიშნა ტაბულასთან საუბარში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელმა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პრესსამსხურში ტაბულას უთხრეს, რომ დღეს საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი, მსჯავრდებული ვანო მერაბიშვილი სასჯელაღსრულების #9 დაწესებულებიდან (მატროსოვი) პარტიის ოფისში დარეკვას გეგმავდა, თუმცა მას ამის შესაძლებლობა არ მისცეს.

დღეს ვანო მერაბიშვილს დაბადების დღე აქვს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი 46 წლის გახდა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, რომლებმაც საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდს", ბურდღუნიჩას მიმართეს - VIDEO

კომენტარები