ტესტლაბორატორია

ტესტლაბორატორია GMO პროდუქტების ზეგავლენის დასადგენად ექსპერიმენტს ატარებს

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე არსებული ტესტლაბორატორია გენმოდიფიცირებული პროდუქტების ზეგავლენის დასადგენად ექსპერიმენტს ატარებს. დაახლოებით 3 კვირაა, მოსახლეობას საშუალება აქვს დააკვირდეს, თუ როგორ ვითარდება თეთრი თაგვების 2 ჯგუფი, რომლებიც განსხვავებული, გენმოდიფიცირებული და ბიოპროდუქტებით იკვებებიან.

გალიის გვერდით, სპეციალური ბანერზე აღნიშნულია, რომ გენმოდიფიცირებული პროდუქტებით კვების შემდეგ, ცხოველებს პირველ თაობაში სიმსივნე უვითარდებათ, მესამე თაობაში კი ისინი სრულიად უნაყოფონი ხდებიან.

ლაბორატორიის ხელმძღვანელის, დავით ძნელაძის თქმით, 1 წლიანი ექსპერიმენტის მიზანია, დადგინდეს მართლაც ახდენს თუ არა რაიმე ტიპის გავლენას GMO საკვები ცოცხალ ორგანიზმზე. ლაბორატორიას არ აქვს პრეტენზია კვალიფიციურ კვლევაზე.

კომენტარები