თვითმმართველობის არჩევნები

უგულავა: არ მგონია, შსს-ს დაევალებინა, პრეზიდენტისთვის კვერცხები ესროლათ

ნაციონალური მოძრაობის წევრის გიგი უგულავას თქმით, შესაძლოა, პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც არჩევნების წინ ხდებოდა ინციდენტები, თუმცა, მაშინ მთავრობა ამას გმობდა და ”არ აპრავებდა, როგორც ამას დღეს ქალბატონი ბესელია და დანარჩენები აკეთებენ”. ამის შესახებ მან გადაცემა ფოკუსში ისაუბრა.

”ყოველი ასეთი შემთხვევა იყო ჩვენი სირცხვილი. აქ არის ერთი ფუნდამენტური განმასხვავებელი. მაშინ ხელისუფლებიდან არავინ გამოდიოდა ასე უტიფრად, როგორც ამას დღეს ქალბატონი ბესელია და დანარჩენები აკეთებენ, ამას არ აპრავებდა, ამას არ ნათლავდა, როგორც ხალხის რისხვას. ამას ცალსახად გმობდა. 

შორს ვარ იმ აზრისგან, რომ მაინცდამაინც შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაავალა მარგველაშვილისთვის კვერცხების სროლა მეტეხის პლატოდან ევროპის მხარდასაჭერ ღონისძიებაზე, კვერცხოსნები რომ იდგნენ. ვსაუბრობ იმ ღონისძიებაზე, რომელიც რიყეზე გაიმართა, სადაც პრეზიდენტი მარგველაშვილი გამოდიოდა და სადაც მისმა დაცვამ გაანეიტრალა ის კვერცხოსნები, რომლებიც ჩვენ დაგვსდევენ”, - აღნიშნა უგულავამ.

უგულავას თქმით, თუ ასეთ ჯგუფებს ხელისუფლება წაახალისებს, ამ შემთხვევაში საზოგადოება ზარალდება. ”თუ ასეთ ჯგუფებს წაახალისებ, შენ შეიძლება, კონტროლიდან გაგივიდეს და მერე ბუმერანგივით ცხვირში მოგხვდეს, მაგრამ ღარიბაშვილის ცხვირს არავინ დაეძებს, ამ შემთხვევაში საზოგადოება დაზარალდება”, - თქვა უგულავამ.

კომენტარები