წინასაარჩევნო კამპანია

ქართული ოცნების საარჩევნო სლოგანი "ერთად ვიზრუნოთ საქართველოზე“ იქნება

დიმა ჩიკვაიძე / ტაბულა

კოალიცია ქართული ოცნება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე სლოგანით - "ერთად ვიზრუნოთ საქართველოზე" წარდგება.
საარჩევნო შტაბმა ფუნქციონირება დღეიდან ოფიციალურად დაიწყო.

შტაბის ხელმძღვანელის კახა კალაძის თქმით, სრული დატვირთვით მუშაობს მთელი ქვეყნის მასშტაბით 74 საარჩევნო შტაბი.

"ჩვენს მიერ შემოთავაზებული კანდიდატები იქნებიან შედეგზე ორიენტირებული, გამჭვირვალე, პასუხისმგებლიანი, ანგარიშვალდებულნი და კანონმორჩილი მმართველები, რომელთა მთავარ ღირებულებას წარმოადგენს ადამიანი, მთავარ ამოცანას კი - მოქალაქის მსახურება. დღეიდან კოალიციის საარჩევნო შტაბი სრულად არის მობილიზებული. ქვეყნის მასშტაბით გახსნილია და სრული დატვირთვით მუშაობს 74 საარჩევნო შტაბი", - განაცხადა კახა კალაძემ და ამომრჩევლებს მაქსიმალური ჩართულობისკენ მოუწოდა.

"ყველა რესურსი მობილიზებულია საიმისოდ, რომ ეს არჩევნები კოალიციის და საქართველოს მოსახლეობის სრული გამარჯვებით დასრულდეს", - აღნიშნა კალაძემ.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 15 ივნისს ჩატარდება.

კომენტარები