პარლამენტმა GNCC-ის წევრად ვახტანგ აბაშიძე დაამტკიცა

კომუნიკაციების ეროვნული კომისია
www.facebook.com/pages/კომუნიკაციების-ეროვნული-კომისია/

პარლამენტმა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ერთი წევრი დაამტკიცა. ვახტანგ აბაშიძის კანდიდატურას მხარი 85-მა დეპუტატმა დაუჭირა.

ვახტანგ აბაშიძე კომისიის წევრი და თავმჯდომარე 2000-2004 წლებშიც იყო. პროფესიით ჟურნალისტი აბაშიძე 2012 წლიდან მუშაობს სს სილქნეტის სატენდერო კომისიის თავმჯდომარედ და ოპერატორებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსად, ხოლო 2005 წლიდან დღემდე შპს ოპტიკა მენეჯმენტის დირექტორის პოსტზე.

ვახტანგ აბაშიძის თქმით, მას კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიისა და სატელეკომუნიკაციო სფეროში გამოცდილება დაუგროვდა, რის გამოც გადაწყვიტა აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობა.

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ვაკანტურ თანამდებობაზე პრეზიდენტმა პარლამენტს კიდევ ორი კანდიდატურა წარუდგინა. ლია მუხაშავრიამ და ნინო კაპანაძემ კენჭისყრის დროს ხმათა საჭირო რაოდენობა ვერ მიიღეს.

კომენტარები