პუტინი: ყველას გავგუდავთ, რისი გეშინიათ?!

რუსეთს NATO-ს გაფართოების არ ეშინია, - თქვა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პირდაპირ ეთერში, მოქალაქეებთან კითხვა-პასუხის დროს. როგორც მან აღნიშნა, ყირიმში რუსეთის ქმედებები, ნაწილობრივ NATO-ს გაფართოების გეგმამ განაპირობა.

"ყველას გავგუდავთ, რისი გეშინიათ?!", - ასე უპასუხა პუტინმა Россия Сегодня-ს გენერალური დირექტორის დმიტრი კისილიოვის კითხვას, რომელიც NATO-ს გაფართოებას ეხებოდა. როგორც პუტინი აღნიშნავს, რუსეთი საკუთარი ტერიტორიების დასაცავად ყველაფერს გააკეთებს. 

კომენტარები