ოლიგარქიული მმართველობა

თარგამაძე: ქვეყნის მართვის დღევანდელ სქემაში პარლამენტი ბოლოსწინა ადგილზეა

ხათუნა ხუციშვილი / ტაბულა

საპარლამენტო უმციერსობის წევრის გივი თარგამაძის შეფასებით, საპარლამენტო უმრავლესობის პროდასავლურად წოდებული უმცირესობის გავლენა ნულოვანია. როგორც თარგამაძემ ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში თქვა, პარლამენტი ქვეყნის მართვის დღევანდელ სქემაში ბოლოსწინა ადგილზეა.

"ბოლო ადგილზეა პრეზიდენტის ინსტიტუტი, რომელიც არავის აინტერესებს. ხოლო ოლიგარქიული მართვის ორივე შტოს უაპელაციო გავლენის მოხდენა შეუძლია პარლამენტსა და მის გადაწყვეტილებებზე" - განაცხადა თარგამაძემ.

მისი თქმით, ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ პარლამენტს მუშაობის ორი დღის წესრიგი დაუწერა.

"თათუხაშვილის საქმეზე მან განუსაზღვრა ეკა ბესელიას, რომ გამოსულიყო და რაღაცები დაეანსონსებინა. ხოლო მეორე დღეს დააწესა, რომ კომიტეტის სხდომა ჩაეტარებინა, მაგრამ მხოლოდ ერთსაათიანი, რომ მის გარდა, პოზიციის დაფიქსირების საშუალება არავის ჰქონოდა" - ამბობს დეპუტატი და აღნიშნავს, რომ ოთარ ფარცხალაძის გავლენას არც არავინ უარყოფს. 

მისივე თქმით, უკრაინასთან დაკავშირებული რეზოლუციის მისაღებად ორდღიანი ბჭობის შემდეგ, პროდასავალური ფრთის წარმომადგენელმა დეპუტატებმა აღიარეს, რომ "მეორე, ე.წ ვოლსკის მხარე მძლავრობს და ვერ ახერხებენ მათთვის წინააღმდეგობის გაწევას". 

კომენტარები