უკრაინის კრიზისი

რუსეთის საგარეო უწყება: მაიდანის მხარდამჭერები უნდა განიარაღდნენ

breakingnews.sy

უკრინა ჟენევაში 17 აპრილს მიღწეული შეთანხმების არასწორ ინტერპრეტაციას ახდენს, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა. ოფოციალურ მოსკოვის მტკიცებით, უკრაინის, რუსეთს, აშშ-სა და ევროკავშირის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში უკანონო შეიარაღებული ფორმირებების განიარაღებაში „პირველ რიგში მემარჯვენე სექტორი და სხვა პროფაშისტური დაჯგუფებები იგულისხმება, რომლებიც თებერვლის გადატრიალებაში მონაწილეობდნენ". ოფიციალური მოსკოვის მტკიცებით, მაიდანის მხარდამჭერებმა ასევე მათ მიერ დაკავებული შენობები უნდა გაათავისუფლონ.

რუსეთის საგარეო უწყება განმარტავს, რომ ჟენევის შეხვედრის არსი იყო "სიგნალი კიევისთვის, რო მდგომარეობის სტაბილიზაცია მხოლოდ რეგიონებთან სრულყოფილი დიალოგის გზით არის შესაძლებელი, განსაკუთრებთ იმ რეგიონებთან, სადაც რუსულენოვანი მოსახლეობა ჭარბობს".

17 აპრილს ჟენევაში მრავალმხრივი მოლაპარაკებების მონაწილეებმა უკრაინის კრიზისის დეესკალაციის ოთხპუნქტიან გეგმაზე შეთანხმდნენ. ამერიკის, ევროკავშირის, რუსეთსა და უკრაინის ერთობლივი განცადების თანახმად, უკრაინაში უნდა მოხდეს ყველა უკანონო შეიარაღებული ფორმირების განიარაღება და დაკავებული შენობების გათავისუფლება. არეულობის მონაწილეებისთვის ამნისტია უნდა გამოცხადდეს, ქვეყანაში სიტუაციას ეუთო-ს მისია დააკვირდება. უკრაინის ხელისუფლება კი ვალდებულებას იღებს საკონსტიტუციო რეფორმისა და ეროვნულ დიალოგის დაწყების თაობაზე.

ჟენევაში შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ უკრაინა ანტიტერორისტული ოპერაციის შეწყვეტას არ აპირებს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმაანდრი დეშცამ განაცხადა. მის თქმით ოპერაციის ინტენსიურობა შეთანხმების შესრულებაზე იქნება დამოკიდებული. ამავე დროს, ქვეყნის უშიშროების სამსახურმა განაცხადა, რომ სააღდგომო დღესასწაულებთან დაკავშირებთ ოპერაციის აქტიურ ფაზას დროებით წყვეტს.

საგარეო უწყებამ ასევე აღნიშნა, რომ ჟენევაში ხელმოწერილი დოკუმენტი უკანონოდ დაკავებული შენობების გათავისუფლებას ითვალისწინებს და მაიდანზე შეკრებილ აქტივისტებს არ ეხება, რომლებიც იქ კანონიერად იმყოფებიან. 

დონეცკელი სეპარატისტები კი შეთანხმების პირობების შესრულებაზე და სამთავრობო შენობების დატოვებაზე უარს აცხადებენ. განცხადებაში, რომელიც პატიმრობაში მყოფი ე. წ.-ი სახალხო გუბერნატორის სახელით გავრცელდა, ნათქვამია, რომ პრორუსი აქტივისტები შენობებს მხოლოდ მაშინ დატოვებენ, თუ ახალი ხელისუფლება გადადგება და აღმოსავლეთ რეგიონებიდან ჯარებს გაიყვანს. ანალოგიური მოთხოვნები ე. წ. დონეცკის რესპუბლიკის ლიდერმაც წამოაყენა.

კომენტარები