უკრაინის კრიზისი

უკრაინა რუსულ ენას ოფიციალურ სტატუსს მიანიჭებს

ria.ru

უკრაინის ხელისუფლება მზადაა რუსულ ენას ოფიციალური სტატუსი მიანიჭოს და რეგიონებს ფინანსური და ეკონომიკური თავისუფლება მისცეს. ერთობლივი განცხადება ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრ ტურჩინოვმა და პრემიერმა არსენი იაცენიუკმა გააკეთეს.

მათი განცხადებით, ხელისუფლება მზადაა, სახელწმიფო ენასთან ერთად რუსულ ენას მიანიჭოს ოფიციალური სტატუსი იმ რეგიონებში, სადაც რუსულენოვანი მოსახლეობა ცხოვრობს. მთავრობამ ასევე მოამზადა კანონპროექტი არეულობის მონაწილეთა ამნისტიის შესახებ. თუმცა, ამნისტიის პირობად ხელისუფლება პრორუს აქტივისტებს იარაღის ჩაბარებას და მათ მიერ დაკავებული შენობების დატოვებას უყენებს.

„უკრაინის მთავრობა მზადაა ყოვლისმომცველი საკონსტიტუციო რეფორმისთვის, რომელიც განამტკიცებს რეგიონების უფლებამოსილებებს, რომლის მიხედვით გაუქმდება საოლქო და რაიონული სახელმწიფო ადმინისტრაციები",- განაცხადა არსენი იაცენიუკმა. ასევე, მისი თქმით, შეიცვლება საბიუჯეტო და საგადასახადო კოდექსები, რაც რეგიონების ფინანსურ დამოუკიდებლობას გაზრდის.

კომენტარები