საყდრისი

საყდრისში სამუშაოების შეჩერების მოთხოვნით აქცია გაიმართა

news.ge


საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსის ცნობით, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ არასამთავრობო ორგანიზაციები საყდრისში მიმდინარე სამუშაოებს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები საზოგადოებრივი მაუწყებელთან კულტურის მინისტრის, გურამ ოდიშარიას, სტუმრობას ელოდნენ, რათა მინისტრისთვის გადაწყვეტილების შეცვლა მოეთხოვათ, თუმცა, მათივე ინფორმაციით, როდესაც მინისტრმა აქციის შესახებ შეიტყო, ტელევიზიაში სტუმრობა გადაიფიქრა. 

საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრების ნაწილი მიმდინარე სამუშაოებს ადგილობრივად, საბადოს მიმდებარე მთაზე აპროტესტებს. ინტერპრესნიუსის მიხედვით, კომიტეტის წევრები აცხადებენ, რომ დაშლას არ აპირებენ და ისტორიული საბადოს გადარჩენისთვის ბრძოლას განაგრძობენ. 

აქციის მონაწილეები ადგილზე კომიტეტის თავმჯდომარის, კახა კოჟორაზის ჩასვლას ელოდებიან, რომელიც მათთან ერთად გააპროტესტებს მიმდინარე სამუშაობს. ადგილზე იმყოფება კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე, მარინა მიზანდარიც.

 

კომენტარები