ვალერი გელაშვილი

ბადაშვილი: კვირის ბოლოს, ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე გექნებათ ინფორმაცია

news.ge

საქართველოს მთავარი პროკურორის გიორგი ბადაშვილის განცხადებით, დეპუტატ ვალერი გელაშვილის საქმის გამოძიება დასკვნით ეტაპზეა.

"ვალერი გელაშვილის საქმეს რაც შეეხება, გამოძიება ფაქტობრივად დასკვნით ეტაპზეა. დაახლოებით კვირის ბოლოს გექნებათ შესაძლებლობა მიიღოთ ინფორმაცია. აღნიშნული საქმე ფაქტობრივად დამთავრებულია", - თქვა ბადაშვილმა.

პარლამენტარ ვალერი გელაშვილს 2005 წელს სცემეს. მისი საქმის გამოძიება ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ხელახლა დაიწყო.

კომენტარები