მალაიზიის ავიახაზები

მალაიზიის ავიახაზების თვითმფრინავი ტექნიკური გაუმართაობის გამო უკან დააბრუნეს

AFP

მალაიზიის ავიახაზების თვითმფრინავი რეისით MH192 გუშინ ღამით კუალა ლუმპურში ავარიულად დაჯდა, მას შემდეგ, რაც უკან დაბრუნება მოსთხოვეს ტექნიკური გაუმართაობის მიზეზით. ბორტზე 166 ადამიანი იმყოფებოდა.

თვითმფრინავი რეისს კუალა ლუმპურიდან ინდოეთის ქალაქ ბენგალურუს მიმართულებით ასრულებდა.

მალაიზიის ავიახაზები კუალა ლუმპურიდან პეკინში მიმავალი თვითმფრინავის MH370-ის გაუჩინარების შემდეგ კრიტიკის ქვეშაა. თვითმფრინავის ძიება, რომელიც მიმდინარე წლის 8 მარტს დაიკარგა, ინდოეთის ოკეანეში კვლავ გრძელდება.

 

კომენტარები