ბაიდენის ვიზიტი უკრაინაში

უკრაინაში აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი ჩავიდა

huffingtonpost.com

უკრაინაში აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი ჩავიდა.

უკრაინული მედიის ცნობით, ბაიდენს ბორისპოლის აეროპორტში ვიცეპრეზიდენტს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ანდრეი დეშიცა და უკრაინაში ამერიკის ელჩი ჯეფრი პაიეტი დახვდნენ. ბაიდენი ჟურნალისტებს არ გასაუბრებია.

ჟურნალისტებთან კომენტარი მინისტრმა დეშიცამ გააკეთა, რომელმაც განაცხადა, რომ უკრაინაში ბაიდენის ვიზიტისგან ელოდებიან ამერიკასა და უკრაინას შორის ინტენსიურ დიალოგს. 

"ველოდებით, რომ დამტკიცდება და გაგრძელდება უკრაინასა და ამერიკას შორის ინტენსიური დიალოგი და ის შეთანხმებები, რომლებიც მიღწეულია უკრაინის პრემიერმინისტრის ვაშინგტონში ვიზიტისას", – აღნიშნა დეშიცამ.

კომენტარები