NATO-საქართველოს ურთიერთობა

გიორგი მარგველაშვილი უილიამ ლაჰიუს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს უილიამ ლაჰიუს შეხვდა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოს ჩრდილოატლანტიკური პერსპექტივა განიხილეს და NATO-ში ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობაზე იმსჯელეს.

საუბარი ასევე შეეხო საქართველოს წინაშე არსებულ გარე და შიდა გამოწვევებს. უკრაინაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა რეგიონული უსაფრთხოების, რეგიონის ქვეყნებს შორის ენერგეტიკულ და სატრანსპორტო სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივა იყო.

შეხვედრისას NATO-ს მომავალი უელსის სამიტის შესახებაც ისაუბრეს. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ აღნიშნულ სამიტზე აისახება ის პროგრესი, რომელსაც ქვეყანამ ალიანსში ინტეგრაციის გზაზე მიაღწია.

შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა და მას ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი, პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო საკითხებში ივანე მაჭავარიანი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა აბაშიძე ესწრებოდნენ.

კომენტარები