ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2014

ქართული ოცნება მერობის კანდიდატთა პრეზენტაციას 26 აპრილს გამართავს

Kaladze, Georgia's Vice PM and Regional Development Minister nominee, attends a ceremony to present new government member nominees in Tbilisi
David Mdzinarishvili / REUTERS

კოალიცია ქართული ოცნება მერობის კანდიდატთა პრეზენტაციას 26 აპრილს გამართავს, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერსა და კოალიციის პოლიტსაბჭოს წევრებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ თქვა.

კალაძის ინფორმაციით, კოალიციაში საკრებულოების მაჟორიტარი კანდიდატებიც შეთანხმებულია. როგორც მან აღნიშნა, გამგებლობის კანდიდატთა შესახებ მსჯელობა გრძელდება. 

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 15 ივნისს გაიმართება.

კომენტარები