ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება

ჯაფარიძე: წარმოდგენა არ მაქვს, საიდან მოიტანა ღარიბაშვილმა ეს 6%

ზურაბ ჯაფარიძე
netgazeti.ge

ნაციონალური მოძრაობის წევრის ზურაბ ჯაფარიძე პრემიერმინისტრ ღარიბაშვილის ნათქვამს, რომელმაც ნაციონალურ მოძრაობას 6%-იანი პარტია უწოდა, ეხმაურება. მისი შეფასებით, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ჯაფარიძემ ასევე აღნიშნა, რომ მთავრობის სხდომაზე პრემიერი ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ პრობლემებზე უნდა საუბრობდეს. 

”მთავრობის მეთაური უკეთესია, მთავრობის სხდომაზე საუბრობდეს იმ პრობლემებზე, რომლებიც არის ქვეყანაში. განსაკუთრებით ეკონომიკურ პრობლემებზე, იმაზე, რომ კრიმინალი გაიზარდა, გაჩერებულია, პრაქტიკულად, ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი. რაც უფრო მალე მიხვდება ბატონი პრემიერი, რომ ყველა მთავრობის სხდომა არ უნდა დაიწყოს ნაციონალური მოძრაობის, ცალკე სააკაშვილის ლანძღვით და რაც უფრო ნაკლებად ახსენებს მთავრობის სხდომაზე ბატონ ბიძინას, მით უკეთესი იქნება მისი რეპუტაციისთვის, ქართული ოცნებისა და ამ ქვეყნისთვისაც.

წარმოდგენა არ მაქვს, საიდან მოიტანა ეს 6%. თუ აქვთ რაიმე კვლევა, შეუძლიათ, გამოაქვეყნონ. მე რა კვლევებიც მაქვს ნანახი, ჩვენი რეიტინგი არის გაზრდილი, ქართული ოცნების რეიტინგი არის შემცირებული”, - თქვა ჯაფარიძემ.

 

 

კომენტარები