დაკავება

ენმ-ის დედოფლისწყაროს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის ძმა დააკავეს

QIZIYI.GE

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დედოფლისწყაროს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის ლევან ბაღაშვილის ძმა მამუკა ბაღაშვილი დააკავეს. შსს–ს მტკიცებით, დაკავებულს ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, ორგანიზმში მეტამფეტამინი აღმოაჩნდა. მამუკა ბაღაშვილის თქმით კი, ის 2 თვეა, ექიმის დანიშნულებით მკურნალობს. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პრესსამსახურის ინფორმაციით, 21 აპრილს, პოლიციამ დაკავებული სიღნაღის სასამართლოში მიიყვანა. დაკავებულმა მოსამართლეს წარუდგინა დიაგნოზი და ექიმის დანიშნულება, ადვოკატმა კი, სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა და ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვა. მოსამართლემ შუამდგომლობა დააკმაყოფილა, დაკავებული პატიმრობიდან გაათავისუფლა და სასამართლო პროცესი 6 მაისს ჩაინიშნა.

ლევან ბაღაშვილის თქმით, მისი ძმა არასოდეს ყოფილა ნასამართლევი ან ნარკოტიკების მომხმარებელი. ბაღაშვილი ძმის დაკავებას თავის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს. 

კომენტარები