არჩევნები უკრაინაში 2014

ვიტალი კლიჩკო კიევის მერობისთვის იბრძოლებს

ვიტალი კლიჩკო კიევის მერობისთვის იბრძოლებს - ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო УНИАН იტყობინება.

”ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი კორუფციასთან ბრძოლა იქნება. ასევე კიევის გამჭირვალე ბიუჯეტი და კორუმპირებული ჩინოვნიკების სამსახურიდან გაშვება. დედაქალაქში ძალაუფლება ხალხს უნდა ქონდეს. ასევე მნიშვნელოვანია ინვესტიციების მოზიდვა. საუბარია როგორც უკრაინულ, ასევე უცხოურ ინვესტიციებზე. მესამე პრიორიტეტი კიევის ბიუჯეტის კიეველების საკეთილდღეოდ დახარჯვა იქნება.” - განაცხადა კლიჩკომ.

პარტია უდარის ლიდერი კიევის მერის თანამდებობაზე კენჭისყრას უკვე მესამედ აპირებს. მანამდე ის 2006 და 2008 წლის არჩევნებში მონაწილეობდა და ორივეჯერ დამარცხდა. 

კიევის მერისა და უკრაინის პრეზიდენტის არჩევნები ერთ დღეს, 25 მაისს გაიმართება. 

კომენტარები