საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტი

ფანჯიკიძე: ვისაუბრეთ ქვეყანაში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზეც

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, გერმანელ და ფრანგ კოლეგებთან შეხვედრაზე, უსაფრთხოების კუთხით, საქართველოსა და უკრაინაში არსებულ მდგომარეობაზეც ისაუბრეს. როგორც ფანჯიკიძემ ერთობლივ პრესკონფერენციაზე თქვა, მან ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს და ლორან ფაბიუსს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მთავრობის მხრიდან რუსეთთან ურთიერთობების დეესკალაციის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების შესახებ. 

"კიდევ ერთხელ გამოვხატეთ უკიდურესი წუხილი უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით. გამოვთქვით იმედი, რომ უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების გათვალისწინებით და დაცვით, საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური მხარდაჭერით უახლოეს მომავალში შესაძლებელი გახდება კრიზისის დაძლევა და ეკრაინა გახდება ევროპის თავისუფალი და სრულფასოვანი წევრი. ამავდროულად, განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ ქვეყანაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის კუთხით არსებულ ვითარებას. ღრმად ვარ შეშფოთებულები საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, რუსეთის საოკუპაციო ძალების უკანონო ქმედებით. მადლობელი ვართ ჩვენი კოლეგების, რომლებიც სათანადო რეაგირებას ახდენენ ასეთ ფაქტებზე", – განაცხადა ფანჯიკიძემ.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში წუხელ ჩამოვიდნენ. ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი და ლორან ფაბიუსი ქართველ კოლეგას, ასევე, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს უკვე შეხვდნენ.

კომენტარები