ფაბიუსის და შტაინმაიერის ვიზიტი

შტაინმაიერი: ივნისში ასოცირების ხელშეკრულებას ხელი აუცილებლად მოეწერება

facebook.com/maiapanjikidzeofficial

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი დარწმუნებულია, რომ ივნისში საქართველო ევროკავშირთან აუცილებლად მოაწერს ხელს. შტაინმაიერი და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლორენ ფაბიუსი საქართველოში ვიზიტით იმყოფებიან.

"მე ვფიქრობ ერთობლივი ვიზიტი აქამდე არ ყოფილა. ჩვენ პირველად ვიმყოფებით საქართველოში ასეთი ვიზიტით. სიამოვნებით ვსარგებლობ ამ მომენტით და მინდა დავაფიქსირო ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს მისამართით. მე აქ წლების წინ ვიყავი, მაშინ ძალიან რთული პერიოდი იყო, მაგრამ კარგად მახსენდება ის პერიოდი. ძალიან ბევრი რამ შეცვლილია ქვეყანაში, არა მხოლოდ ქალაქის ინტერიერის თვალსაზრისით, არამედ პოლიტიკურ ჭრილში. განახლდა პოლიტიკური სპექტრი, მოხდა კორუფციის დაძლევა და ა.შ. ეს არის გზა, რომელსაც ამ ზაფხულს ოფიციალურად გავაფორმებთ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით. არანაირი ეჭვი არ არსებობს და დარწმუნებული ვარ, ივნისში ასოცირების ხელშეკრულებას ხელი აუცილებლად მოეწერება", - თქვა შტაინმაიერმა.

შტაინმაიერის თქმით, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ ძალისხმევა მიმართული ხელშეკრულების იმპლემენტაციაზე იქნება.

კომენტარები