გიგი უგულავას საქმე

უგულავა: სამართლიანობის აღდგენის იმიტაციამ ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი შელახა

Gigi Ugulava
Tabula

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის გიგი უგულავას შეფასებით, "ეს პროცესები ივანიშვილმა და ღარიბაშვილმა წამოიწყეს იმიტომ, რომ სამართლიანობის აღდგენის იმიტაცია შექმნან". როგორც უგულავამ ტელეიმედის და რიყის გასხვისების საქმეზე სასამართლო სხდომის დაწყებამდე თქვა, რაც კარგი იყო ქვეყანაში, გაჩერდა, ხოლო რაც ცუდი იყო, განვითარდა. მისი თქმით, ამას ბოლო არ უჩანს მანამ, სანამ ღარიბაშვილი იქნება ხელისუფლებაში.

"ამ პროცესმა, მხოლოდ ერთი რამე მოუტანა ქვეყანას - ეს არის საერთაშორისო რეპუტაციის შელახვა, რომ საქართველოში სელექციური მართლმსაჯულებაა, რომ საქართელოში პოლიტიკური პროკურატურაა, რომ შსს პრაქტიკულად გადაიქცა ოპოზიციური პარტიებისა და მისი წარმომადგენლების სადამსჯელო აპარატად" - თქვა ბრალდებულმა.

დავით კეზერაშვილის და გიგი უგულავას საქმეზე დღეს ბრალდების მხარის მოწმეებს დაკითხავენ. დასაკითხ მოწმეებს შორის არის სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე გიგა გიორგაძე, რომელიც 2009-2012 წლებში ტელეიმედის იურიდიულ სამსახურს ხელმძღვანელობდა.

კომენტარები