ფაბიუსის და შტაინმაიერის ვიზიტი

ღარიბაშვილი გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა

facebook.com/GaribashviliOfficial

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს და ლორან ფაბიუსს შეხვდა.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამუშაო სადილზე მხარეებმა NATO-სა და ევროკავშირში ქვეყნის ინტეგრაციის საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება. ისაუბრეს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერისა და შემდგომი სამოქმედო გეგმის დეტალებზე. ევროპელმა დიპლომატებმა კი კიდევ ერთხელ გამოხატეს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს მიმართ.

პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა ლორან ფაბიუსსა და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

საუბარი ასევე შეეხო უკვე დაგეგმილ მაღალი რანგის ვიზიტებსაც – 13 მაისს საქართველოში ჩამოდის საგრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი. 2 ივნისს კი, გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის მიწვევით საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში მიემგზავრება.

კომენტარები