საქართველოს დავით ყიფიანის თასი 2014

საქართველოს თასის ფინალში ერთმანეთს დინამო და ჩიხურა შეხვდებიან

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალურ მატჩში, 21 მაისს, ერთმანეთს თბილისის დინამო და საჩხერის ჩიხურა შეხვდებიან.

ეს გუნდები თასის ფინალში ერთმანეთს შარშანაც ხვდებოდნენ, 2013 წელს უფრო ძლიერი თბილისური კლუბი აღმოჩნდა.

დინამოელებმა გორის დილა ორი მატჩის ჯამსი 5:2 დაამარცხეს (1:0,2:4), ჩიხურას ფეხბურთელებმა კი ქობულეთის შუქურას ჯერ სტუმრად სძლიეს - 1:2, შემდეგ კი შინაც მოუგეს - 3:1.

კომენტარები