ფაბიუსის და შტაინმაიერის ვიზიტი

უსუფაშვილი გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა

David Usupashvili Official

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, ლორან ფაბიუსთან და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ მათი საქართველოში ვიზიტი ევროკავშირის საერთო პოზიციების გამომხატველია.

"მინდა აღვნიშნო, რამდენად მნიშვნელოვანია საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი ვიზიტები საქართველოში. ხაზს ვუსვამ იმ გარემოებას, რომ ეს არის მათი ერთობლივი ვიზიტი. როგორც თავად ბრძანეს, რომ ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როცა გერმანიის და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთად ჩადიან რომელიმე უცხო ქვეყანაში. ეს იმას ნიშნავს, რომ დღეისათვის საქართველო არის ევროპის ცენტრის, ძველი ევროპის, ევროკავშირის ფუძემდებელი სახელმწიფოების - გერმანიისა და საფრანგეთის ყურადღების ცენტრში. მათ საკმაოდ მძიმე და დაძაბული გრაფიკის მიუხედავად, რაც უკრაინის და ზოგადი საქმიანობით აქვთ, შეძლეს საქართველოში ჩამოსვლა. ამ ყველაფერში მნიშვნელოვანი ასპექტია ერთობლივი ვიზიტი, ეს არის ევროკავშირის საერთო პოზიციების გამომხატველი ვიზიტი", - თქვა ჟურნალისტებთან საუბრისას დავით უსუფაშვილმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან და ლორან ფაბიუსთან შეხვედრის შემდეგ.

კომენტარები