გიგი უგულავას საქმე

უგულავასა და კეზერაშვილის სასამართლო პროცესი 28 აპრილს გაგრძელდება

ტელეიმედისა და რიყის ტერიტორიის გასხვისების საქმეზე გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილის სასამართლო პროცესი 28 აპრილს გაგრძელდება. პროკურორ გიგა ძნელაძის თქმით, მომავალ პროცესზეც ბრალდების მოწმეები დაიკითხებიან. 

"დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ ორი მოწმე დაკითხა. ტელეიმედის" იურიდიული სამსახურის ყოფილი უფროსი გიგა გიორგაძე, რომელმაც დაადასტურა, რომ 2008-2010 წლებში ტელეიმედის საინფორმაციო პოლიტიკის მართვაში ფაქტიურად ერეოდნენ ხელისუფლების მაშინდელი მაღალჩინოსნები, მათ შორის გიგი უგულავა და იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი. ასევე დაიკითხა ნოტარიუსი, რომელმაც აღნიშნა, რომ მერიამ რიყის ტერიტორია თავიდან მისი სანოტარო ბიუროს მეშვეობით გაყიდა მილიონ დოლარად, შემდეგ კი საბაზრო ღირებულებაზე გაცილებით მეტ ფასად გამოისყიდა უკან 2008 წელს", - თქვა გიგა ძნელაძემ.

კომენტარები