ფაბიუსის და შტაინმაიერის ვიზიტი

ბაქრაძე: ქვეყნის მომავლისათვის განუყოფელია ორი ინსტიტუტი – ევროკავშირი და NATO

ხათუნა ხუციშვილი

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის თქმით, საქართველოს მომავლისათვის განუსაზღვრელი და განუყოფელია ორი ინსტიტუტი – ევროკავშირი და NATO. ბაქრაძე საქართველოში ვიზიტად მყოფ გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს დავით უსუფაშვილთან ერთად შეხვდა. ბაქრაძის ინფორმაციით, საუბრის ერთ-ერთი ძირითადი თემა იყო სწორედ ქვეყნის ევროკავშირთან და NATO-სთან დაახლოება.

"მახსოვს ჩემი შეხვედრები ბატონ შტაინმაიერთან 2008 წელს, როცა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ვადად სახელდებოდა 10, 15, 20 წელი. მაგრამ ცხოვრება ისე წავიდა, რეალობამ მოიტანა, რომ უახლოეს ერთ-ორ წელიწადში ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა გვექნება. ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობის ლოგიკა არის მეტი ინტეგრაცია და მეტი თანამშრომლობა, რასაც მიუთითებს ევროპარლამენტის რეზოლუცია, სადაც პირდაპირ წერია, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი და გამოყენებული უნდა იქნას 49-ე მუხლი. მჯერა, რომ ასეთი ვიზიტებით და ევროკავშირისკენ სვლის გაგრძელებით საქართველო ბევრად უფრო სწარაფად გახდება ევროკავშირის წევრი, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. ამისთვის საჭიროა, ქვეყნის ნორმალური განვითარება, სწორი შიდა განვითარება და პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავება", - თქვა დავით ბაქრაძემ.

კომენტარები