წინასაარჩევნო გარემო

ISFED-მა წინასაარჩევნო პერიოდის პირველი შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობების არჩევნების მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. სამართლიანი არჩევნები მონიტორინგს საქართველოს ყველა საარჩევნო ოლქში 73 გრძელვადიანი დამკვირვებლის მეშვეობით ატარებს.

„ორგანიზაციამ ადგილობრივი თვითმმართველობების არჩევნებზე დაკვირვება 2014 წლის 31 მარტს დაიწყო, თუმცა, ანგარიშში მოხვდა, ასევე, ყველა ის მოვლენა, რასაც არჩევნების გამოცხადებამდე ჰქონდა ადგილი და რასაც შესაძლოა ნეგატიური თუ პოზიტიური გავლენა მოეხდინა საარჩევნო გარემოზე. ანგარიშში მოცემულია ორგანიზაციის მიერ 20 აპრილამდე დაფიქსირებული წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლის 4 ფაქტი, პოლიტიკურად აქტიური პირების ზეწოლის 1, ხოლო დაკითხვა-დაპატიმრების 6 ფაქტი. აღნიშნულ ფაქტებს ცალსახად ვგმობთ და მიგვაჩნია, რომ მსგავსი შემთხვევები მნიშვნელოვნად აფერხებს თავისუფალი და სამართლიანი წინასაარჩევნო გარემოს არსებობას“, - ამბობს სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლომჯარია.

კომენტარები