საყდრისი

ოდიშარია: ექსპერტები საყდრისის საბადოს შესწავლას ერთ კვირაში დაიწყებენ

უცხოელი ექსპერტები საქართველოში ერთ კვირაში ჩამოვლენ და საყდრისის საბადოს შესწავლას გააგრძელებენ, - თქვა გურამ ოდიშარიამ კულტურის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე.

სამინისტროში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსა და კომპანია RMG გოლდის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. მათი თქმით, იმ ადგილას, სადაც უცხოელმა ექსპერტებმა კვლევა უნდა ჩაატარონ, სამუშაოები შეჩერებულია.

საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი ინიციატივის წარმომადგენლები თითქმის 2 კვირაა, საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოსთან კარვებში ცხოვრობენ, რათა სამუშაოებს დააკვირდნენ. არქეოლოგები ამბობენ, რომ საყდრისი შესაძლოა 5400 წლის ოქროს მომპოვებელი უძველესი მაღარო იყოს. მისი შესწავლა 2004 წლიდან მიმდინარეობს. გუშინ საქართველოს პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ არსად მტკიცდება, რომ საყდრისი უძველესი მაღაროა და კულტურის მინისტრს პრობლემების სასწრაფოდ მოგვარება მოსთხოვა. 

კომენტარები