ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები

ბურჯანაძე: ლორთქიფანიძე - 8 ქართველის მამა, რომელიც მე-9 ქართველს ელოდება

0 კომენტარი

საარჩევნო ბლოკმა "ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიცია" თბილისის მერობის კანდიდატად დიმიტრი ლორთქიფანიძე ოფიციალურად დაასახელა. 

დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ძველ თბილისში გამართულ ღონისძიებაზე აღნიშნა, რომ მათი კანდიდატი თბილისში მცხოვრებ თითოეულ მოქალაქეზე იზრუნებს.

"შემთხვევითი არაა, რომ ჩვენ ნამდვილი ქართველი, ღირსეული მოქალაქე წარმოგიდგინეთ, 8 ქართველის მამა, რომელიც მე-9 ქართველს ელოდება. დიმიტრი ლორთქიფანიძე ყველაფერს გააკეთებს, რომ დედაქალაქის ბიუჯეტიდან არამიზნობრივად არც ერთი თეთრი არ დაიხარჯოს", - აღნიშნა ბურჯანაძემ.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 15 ივნისს გაიმართება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წალკაში 85 წლის პირი დააყაჩაღეს და მოკლეს, შსს-მ 2 კაცი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები