აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი

მარგველაშვილი: ევროპის რეაგირება რუსეთის შესაჩერებლად საკმარისი არ იყო

ევროპამ უკრაინის მოვლენებზე რეაგირება მოახდინა, თუმცა რუსეთის შესაჩერებლად ეს საკმარისი არ იყო, -  აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრაღაში აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-5 წლისთავისადმი მიძღვნილი სამიტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

„ახლა, როგორც არასდროს, გვჭირდება დავინახოთ ძლიერი, ერთიანი და მტკიცე ევროკავშირი, რომელიც კონკრეტული ქვეყნების ევროპულ პერსპექტივას აღიარებს  და მათ ევროპულ მომავალს იცავს. ეს პერსპექტივა კი დასახული რეფორმების განსახორციელებლად მამოძრავებელი ძალაა“, - ამბობს პრეზიდენტი. 

კომენტარები