ყვარლის გამგებლის დაკავება

სამართალდამცავებმა ყვარლის გამგებელი დააკავეს

სამართალდამცავებმა ყვარლის გამგებელი დავით ქევხიშვილი, ორი სოფლის რწმუნებული და ქართული ოცნების რამდენიმე აქტივისტი დააკავეს. დაკავების მიზეზი ქევხიშვილის მხარდამჭერების და ქართული ოცნების აქტივისტების მიერ ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტის კარის აჭედვა გახდა. ამასთან, ქართული ოცნების მხარდამჭერები ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრს თამაზ გუგუშვილს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ და კვერცხები ესროლეს. 

ცნობისთვის, დღეს საკრებულოს სხდომა უნდა გაიმართოს, სადაც გამგებლის დავით ქევხიშვილის იმპიჩმენტის საკითხი უნდა დადგეს. გამგებლის გადაყენების საკითხი გუშინაც განიხილეს, რასაც ქევხიშვილის მხარდამჭერების და ქართული ოცნების აქტივისტების მხრიდან ხმაური მოჰყვა და სხდომა ჩაიშალა. მათი თქმით, "ნაციონალებმა ქართული ოცნების ქურქი გადაიცვეს" და "პოლიცია ისევ ნაციონალების ინტერესებს იცავს". ერთ-ერთი აქტივისტის განცხადებით კი, პროცესს შს მინისტრის მოადგილე გიორგი ზედელაშვილი მართავს, "რომელსაც ყვარელში დიდი ინტერესები აქვს".

კომენტარები