მარგველაშვილი პრაღაში

მარგველაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ უკრაინის არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიულად

0 კომენტარი

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ 25 მაისის უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდეს. მისი თქმით, საქართველო უკრაინასთან როგორც პრეზიდენტის და პარლამენტის დონეზე, ისე სხვა ფორმატებში თანამშრომლობას გააგრძელებს. ამის შესახებ მარგველაშვილმა ჩეხეთში ვიზიტის ფარგლებში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

”ერთ თვეში არის უკრაინაში არჩევნები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის ჩატარდეს დემოკრატიულად და ეფექტურად უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, მთელი მოსახლეობის ჩართვით. დღევანდელ შეხვედრაზე ვისაუბრეთ, რა ნაბიჯები შეიძლება გადადგას საქართველომ ამ მიმართულებით, იმიტომ რომ უკრაინის არჩევნებით, ეს საკითხი მშვიდობიან და სტაბილურ რეჟიმში გადადის. ასე რომ, ჩვენი ინტერესი დღეს თავიდან ბოლომდე მიმართულია ამ არჩევნების ეფექტურად ჩატარებაზე. შევთანხმდით, რომ როგორც პრეზიდენტების და საპარლამენტო დონეზე, ისე სხვა ფორმატებში გაგრძელდება მუშაობა უკრაინელ კოლეგებთან, რომ 25 მაისს ჩატარებული არჩევნები ცნოს მთელმა მსოფლიომ”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი ჩეხეთში ვიზიტის ფარგლებში, დღეს საგარეო უწყებაში დაგეგმილ კონფერენციაზე - ”აღმოსავლეთ პარტნიორობა ხუთი წლის შემდეგ” სიტყვით გამოვა. ასევე შეხვდება ავსტრიელ კოლეგას, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს და ევროკომისარ შტეფან ფულეს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დატოვა (LIVE)

კომენტარები