დათა ახალაიას საქმე

ახალაიას ადვოკატი მისი საუბრების მოსმენას აპროტესტებს

დათა ახალაიას ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა განცადება გაავრცელა, რომელშიც მისი სატელეფონო საუბრების უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით აღშფოთება გამოთქვა.

ადვოკატი აღნიშნავს, რომ გუშინ, 24 აპრილს, ერთერთ სატლეფონო საუბარში ახსენა, რომ მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილის მიერ გამოტანილ განაჩენში, დავით ახალაიას პირადი ნომერი შეტანილია არასწორად, რამაც შესაძლოა წარმოქმნას სამართლებრივი პრობლემა საბერძნეთის რესპუბლიკაში დავით ახალაიას პერსონის იდენტიფიცირების საკითხთან დაკავშირებით.

„დღეს, 2014 წლის 25 აპრილს დაახლოებით 12:15 საათზე დამიკავშირდა მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილის თანაშემწე და მაცნობა, რომ გამოტანილია შესაბამისი განჩინება, რომლითაც განაჩენში შესწორდა ტექნიკური ხარვეზი დავით ახალაიას პირად ნომერთან დაკავშირებით.

სასამართლოს შესაბამისი მოხელის ზეპირსიტყვიერი განმარტებით, სასამართლოში დარეკა პროკურორმა ლევან ბაჩიაშვილმა და მოითხოვა – დავით ახალაიას პირად ნომერთან დაკავშირებით განაჩენში დაშვებული ტექნიკური ხარვეზის შესწორება. ვინაიდან პროკურატურას ფრიად ეჩქარებოდა ამ საკითხზე შესაბამისი განჩინების მოპოვება, სასამართლოში შუამდგომლობა არ შეუტანიათ და მხოლოდ ზეპირსიტყვიერი მოთხოვნით დაკმაყოფილდნენ", - განმარტავს ზაქარეიშვილი.

„შეგახსენებთ, რომ მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილის მიერ განაჩენი გამოტანილია ა.წ. 14 მარტს და ხსენებული ტექნიკური ხარვეზი შეუმჩნეველი იყო ჩემს მიერ კერძო სატელეფონო საუბარში ამ საკითხის წამოჭრამდე" - აღნიშნავს ადვოკატი.

კომენტარები