სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

დიდმა შვიდეულმა რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დააწესა

www.cbc.ca

რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დაწესდება - ამის შესახებ გადაწყვეტილება დიდი შვიდეულის ქვეყნებმა მიიღეს.

"უკრაინაში მომდევნო თვეს გასამართი საპრეზიდენტო არჩევნების წარმატებით, მშვიდობიანი და დემოკრატიული გზით ჩატარების უზრუნველყოფის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ჩვენ ავიღეთ ვალდებულება ვიმოქმედოთ დაუყოვნებლივ, რათა გავაძლიეროთ მიზანმიმართული სანქციები და ზომები, რომელიც რუსეთის ქმედებების საფასურს კიდევ უფრო გაზრდის", - ნათქვამია დიდი შვიდეულის განცხადებაში. 

ახალი სანციების დეტალები მომავალი კვირის დასაწყისში გახდება ცნობილი. გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის თქმით სანქციების ”მეორე ეტაპი” იმ რუსი დიპლომატებისა და ოფიციალური პირების სიის გაფართოება იქნება, რომელთაც საბანკო ანგარიშები გაეყინებათ და უცხოეთის ვიზებს ვერ მიიღებენ.

 

კომენტარები