შს სამინისტროს 2013 წლის მუშაობის შეფასება

არასამთავრობოები: გამოხატვის თავისუფლების კუთხით შსს-ს საქმიანობა ნეგატიურია

RFE/RL

არასამთავრობო ორგანიზაციებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 2013 წლის მუშაობა შეაფასეს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, საერთაშორისო გამჭვირვალობამ, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა და საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ  ანგარიში დღეს, 26 აპრილს, გამოაქვეყნეს

დოკუმენტი სამინისტროს საკანონმდებლო ინიციატივებს, შეკრების თავისუფლების უზრუნველსაყოფად განხორციელებულ ქმედებებს, პოლიციელების მიერ უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებს და უმცირესობების უფლებების დაცვას ეხება.

მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა განვითარების სტრატეგია, მასში არ მოხვდა სამინისტროდან უშიშროების ნაწილის გამოყოფის საკითხი - აღნიშნულია ანგარიშში. 

არასამთავრობოებმა შინაგან საქქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებული რიგი საკანონმდებლო ინიციატივები შეაფასეს როგორც არაპროგრესული და სამართალდამცავ სფეროში რეფორმების შემაფერხებელი.

დოკუმენტში მაგალითად მოყვანილია, მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის კიდევ ორი წლით გადავადება, რომელიც ცალსახად უკან გადადგმული ნაბიჯად ითვლება. იგივე შეიძლება ითქვას ადვოკატის უფლებების გაზრდისთვის მიმართული საკანონმდებლო ცვლილებების გადავადებაზე. 

ანგარიშში შეფასებულია შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფის მხრივ სამინისტროს მხრიდან გადადგმული ნაბიჯებიც. არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ამ მხრივ სამინისტროს მიდგომა შეიძლება შეფასდეს როგორც პრობლემატური. 

შეფასებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის შეფასება რელიგიის თავისუფლების და უმცირესობათა გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფის მიზნით ცალსახად უარყოფითია.

ანგარიშში მოყვანილია 2013 წლის 17 მაისის აქციის დროს განვითარებული მოვლენები, სადაც პოლიციამ ვერ უზრუნველყო აქციის ჩატარებისთვის აუცილებელი უსაფრთხოების ღონისძიებების ეფექტურად დაგეგმვა და დამნაშავე პირების დაკავება და მათ მიმართ ადეკვატური სანქციების გამოყენება, შესაბამისად პოლიციის ეფექტიანობა ამ მიმართულებით შეფასდა უარყოფითად. 

ანგარიშის ნაწილი ეთმობა უკანონო თვალთვალისა და მიყურადების შეფასებას და ამ მიმართულებით შს სამინისტროს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ უმრავლესობაში მოსული მმართველი ძალის დაპირება იყო, რომ უკანონო თვალთვალის და მიყურადების შეზღუდვის ძლიერ მექანიზმებს შექმნიდა, თუმცა არ გადადგმულა არსებითი ნაბიჯები პირადი მონაცემების დაცვის ინსტიტუტციურტი მექანიზმების შესაქმენალად - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებაში. 

ანგარიშში ნათქვამია, რომ დღემდე პრობლემას წარმოადგენს სამართალდამცავი ორგანოების მიერ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეულ ოფისებში დამონტეჟებულოი სპეციალური "შავი ყუთების" არებობის საკითხი, რომელიც საშუალებას აძლევს მათ ყოველგვარი კონტროლის გარეშე ჰქონდეთ წვდომა კავშირგაბმულობის ოპერატორთა მონაცემებთან და ყველა სახის კომუნიკაციასთან კერძო პირებს შორის.

"დღესაც, მობილური ოპერატორები საუბრობენ, რომ არსებობს წვდომა შინაგან საქმეთა სამინისტროსი მათ სერვერებამდე, არსებობს ე.წ. შავი ყუთები, რომლებიც დამონტაჟებულია მათ ოფისებში. ვფიქრობთ, რომ ეს არის მანკიერი პრაქტიკა და უდნა შეიცვალოს" - აცხადებს ორგანიზაციის, საერთაშორის გამჭვირვალეობა საქართველო, აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური. 

პირადი ცხოვრების ამსახველი და სხვა ვიდეომასალების გავრცელებისა და ეფექტიანი გამოძიების ნაწილში მოყვანიალია შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მოადგილის, გელა ხვედელიძის, მიერ ჟურნალისტ გიორგი ფარესაშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო მასალის უკანონოდ გავრცელების ფაქტი.

აღსანიშნავია, რომ 2013 წლის 15 მაისს, აღნისნული კანონდარღვევისათვის გელა ხვედელიძეს შეეფარდა გირაო 5 000 ლარის ოდენობით და გათვისუფლდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან.

ყურადღება გამახვილდა მოწმეებზე ზეწოლისა და ეფექტური გამოძიების არ ჩატარების რამდენიმე ფაქტზეც. 

ერთობლივ ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ შსს-ს თანამშრომელთა მიერ უფლებამოსილების გადამეტებისა და სამართალდარღვევათა გამოძიება მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. 

"ჩვენ არაერთი კონკრეტული ფაქტი, სხვადასხვა მტკიცებულებებით გამყარებული პირველწყაროებიდან მიღებული ინფორმაცია გვაქვს, თუმცა სისტემის რეაგირება ასეთი ტიპის ქმედებებზე არ იყო ადეკვატური. ან იწყებოდა გამოძიება და შემდეგ ეფექტურად არ გრძელდებოდა, ან საერთოდ არ იწყებოდა გამოძიება და ძალიან გულგრილი დამოკიდებულება იგრძნობოდა ხოლმე. შედეგად, ჩვენთვის ცნობილ არც ერთ შემთხვევაში კონკრეტული პოლიციელი არ არის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული. ეს არის დამაფიქრებელი გარემოება, რადგან თუ ეს ასე გაგრძელდა, შეიძლება გადაიზარდოს სერიოზულ ტენდენციაში, რომელსაც ჰქვია დაუსჯელობის სინდრომი" - განაცხადა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე კახა კოჟორიძემ.

ანგარიშში მოყვანილია დადებითი შეფასებებიც ახალი „პოლიციის შესახებ კანონის“ შემუშავებასთან დაკავშირებით, თუმცა, აღნიშნულია, რომ ახალ კანონში დარჩა მნიშვნელოვანი პრობლემები, მათ შორის ის რეპრესიული მექანიზმები, რომლებიც, დანაშაულის პრევენციისთვის შეიძლება იყოს გამოყენებული, მაგრამ, ამავდროულად, პოლიციელს ბევრ შემთხვევაში ადამიანის უფლებების შელახვის საშუალებას უტოვებს - აღნიშნულია დოკუმენტში. 

ანგარიშის პრეზენტაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ. 

კომენტარები