რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

მარგველაშვილი: არ ვფიქრობ რომ რუსეთის იზოლაცია სწორი არჩევანია

არ ვფიქრობ რომ რუსეთის იზოლაცია სწორი არჩევანია - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა Associated Press-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

"არ ვფიქრობ, რომ სწორი არჩევანია რუსეთის ჩამოშორება და მასთან ურთიერთობების გაწყვეტა, ვინაიდან იზოლირება რუსეთს კიდევ უფრო აგრესიულს, არაპროგნოზირებადსა და სახიფათოს ხდის" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ იზოლაციის მაგივრად აჯობებს, თუ დიპლომატები განუმარტავენ რუსეთს, რომ ურთიერთობები მეზობლებსა თუ მსოფლიოს სხვა ქვეყნებს შორის სამხედრო ინტერვენციაზე არ არის დამყარებული.

მარგველაშვილმა ევროკავშირთან დაახლოებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია რუსეთის დარწმუნება იმაში, რომ ეს ანტირუსული ნაბიჯი არ არის.

”ეს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება და არ ვფიქრობ, რომ XXI საუკუნეში რომელიმე ქვეყანას აქვს უფლება საქართველო, მოლდოვა ან უკრაინა დასაჯოს ამის გამო” - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

კომენტარები