კრიზისი უკრაინაში

ობამა: პუტინის შესაჩერებლად ამერიკამ და ევროპამ კონსენსუსს უნდა მიაღწიონ

ბარაკ ობამა ოფიციალური ვიზიტით მალაიზიაში იმყოფება. ის პირველი ამერიკელი პრეზიდენტია 50 წლის განამვლობაში, რომელიც მალაიზიას ეწვია. 

ვიზიტის ფარგლებში ობამა საგარეო პოლიტიკის საკითხებს შეეხო და რუსეთის წინააღმდეგ დასაწესებელ სანქციებზეც ისაუბრა. 

მისი თქმით ევროპამ და ამერიკამ გაერთიანებული ძალებით უნდა დაუწესონ სანქციები რუსეთს, რათა შეაჩერონ უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზაციისაგან. აქვე აღნიშნა, რომ სანქციების დაწესებას წინ უნდა უძღოდეს კონსენსუსი ევროპასა და ამერიკას შორის. 

"ის აზრი, რომ ამერიკის მიერ პუტინსთვის დაწესებული დარგობრივი ეკონომიკური სანქციები, ევროპასთან კონსულტაციის გარეშე, პუტინს შეაჩერებს, ფაქტობრივად არასწორია. ჩემი აზრით, ჩვენ ბევრად უფრო ძლიერი პოზიცია გვექნება იმ შემთხვევაში, თუ ბატონი პუტინი დაინახავს, რომ მსოფლიო გაერთიანებულია, რომ ამერიკა და ევროპა გაერთიანებულია, და არა ის, რომ ეს მხოლოდ ამერიკის ინიციატივით ხდება" - აღნიშნა ობამამ სანქციებზე საუბრისას მალაიზიაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები