პრეზიდენტი ესტონეთში

გიორგი მარგველაშვილი ესტონეთის პრეზიდენტის მიწვევით, ტალინში იმყოფება

საქართველოს პრეზიდენტი ესტონეთის პრეზიდენტის ტოომას ჰენდრიკ ილვესის მიწვევით ტალინში იმყოფება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი მარგველაშვილი ესტონეთის დედაქალაქში ქვეყნის პრეზიდენტის გარდა პრემიერმინისტრს ტაავი რიივას, საგარეო საქმეთა მინისტრს ურმას პაეტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს ეიკი ნესტორს შეხვდება.

ესტონეთის ხელისუფლების ლიდერებთან შეხვედრების პარალელურად, გიორგი მარგველაშვილი საპატიო სტუმრის სტატუსით, მონაწილეობას მიიღებს ტალინში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაში.

საქართველოს პრეზიდენტი ესტონეთის პრეზიდენტთან ერთად გახსნის საერთაშორისო კონფერენციას „ხელმისაწვდომი და უსაფრთხო ინტერნეტი ყველასათვის“ და სიტყვით მიმართავს დელეგატებს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, დღის ბოლოს გიორგი მარგველაშვილი ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ტომას ჰენდრიკ ილვესის მიერ გამართულ გალა-სადილს დაესწრება.

კომენტარები