კრიზისი უკრაინაში

კერი: უკრაინაში მიმდინარე მოვლენები გამოსაღვიძებელი სიგნალია

truthrevolt.org

ვაშინგტონში ორდღიანი კონფერენცია "თავისუფალი და ერთიანი ევროპა" მიმდინარეობს, რომელიც ატლანტიკურმა საბჭომ მოიწვია. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ სიტყვით გამოსვლისას, უკრაინის საკითხზე ისაუბრა. მისი თქმით, იქ მიმდინარე მოვლენები გამოსაღვიძებელი სიგნალია.

"უკრაინის კრიზისი გვახსენებს იმ მოვალეობას, რომლის შესასრულებადაც NATO შეიქმნა, და ეს ნიშნავს იმას, რომ უნდა დაგვეცვა ალიანსის ტერიტორია და ტრანსატლანტიკური უსაფრთხოება.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენები გამოსაღვიძებელი სიგნალია. ჩვენმა ევროპელმა მოკავშირეებმა ჩვენთან ერთად დახარჯეს 20 წელზე მეტი რუსეთის ევროატლანტიკურ საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის. ჩვენ ყველა ღონეს ვხმარობთ ცივი ომის შემდეგ, მომავალი კურსის დასადგენად. ჩვენ მოვიწვიეთ რუსეთი, გაწევრიანებულიყო ისეთ ორგანიზაციებში, როგორიცაა მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაცია, NATO - რუსეთის საბჭო.

მაგრამ რუსეთის ქმედებები უკრაინაში, გვაჩვენებს, რომ რუსეთი თამაშობს განსხვავებული წესებით. ყირიმის ოკუპაციითა და აღმოსავლეთ უკრაინაში შემდგომი დესტაბილიზაციით, რუსეთი ცდილობს შეცვალოს უსაფრთხოების ლანდშაფტი აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში", - აღნიშნა კერიმ.

კომენტარები