ვიტამინი კუბები თბილისში

კლუბი ”ვიტამინი კუბები” ელექტრონული მუსიკის უცხოელ არტისტებს უმასპინძლებს

facebook.com/vitamincubes

2 მაისს თბილისში, კუს ტბაზე, ახალი კლუბი/ კაფე ვიტამინი კუბები (Vitamin Cubes) იხსნება.

Vitamin Cubes, როგორც კაფე, გახსნის დღიდან ყოველდღე იმუშავებს, კლუბში თითქმის ყოველ პარასკევს/შაბათს კი უცხოელი არტისტები დაუკრავენ. მუსიკოსების ჩამოყვანაზე ივენთ კომპანია INPUT იზრუნებს.

Vitamin Cubes-ის სეზონს ტექნო მუსიკის სცენის ერთ-ერთი წამყვანი დიჯეი XHIN და Minilogues-ს Sebastian Mullaert გახსნიან. 24 მაისს კლუბის სტუმრები, კლუბ ბერქაინი/პანორამა ბარის რეზიდენტი დიჯეები Nick Hoppnerი და Ryan Elliot იქნებიან. ეს ორი მუსიკოსი ბერლინის ელექტრონული სცენის ერთ-ერთი გამორჩეული სახეები არიან. 13 ივნისს ფრანგი, ტექნო სცენის ამომავალი ვარსკვლავი Voiski დაუკრავს. 20-21 ივნისს კი Gio Bakanidzis ვოდკასტების სერიის 2 დღიანი წვეულება გაიმართება, სადაც სცენაზე Levon Vincent, Jeremy Underground-თან ერთად გამოვა. 11 ივლისს კი თბილისს სეზონის მთავარი ჰედლაინერი, გერმანიის ელექტრონული მუსიკის სცენის ვარსკვლავი, RØDHÅD ეწვევა. RØDHÅD ბერლინის, პარიზის, ფრანკფურტის წამყვანი კლუბების ხშირი სტუმარია და მისი სეტები დიდი პოპულარობით სარგებლობს. მისი მრავალფეროვანი მუსიკა ერთ კონკრეტულ ჟანრში არ ჯდება. RØDHÅD ჰაუსისა და ტექნოს ნაზავია, რომლის მოსმენაც ცოცხლად, 11 ივლისს იქნება შესაძლებელი.

Vitamin Cubes-ის დაგეგმილი (სიას შეიძლება სხვა მუსიკოსებიც დაემატოს) საღამოების სია ასე გამოიყურება:

02.05 - Sebastian Mullaert aka Minilogue & Xhin (Official) (Official) w/ The Forest

16.05 - Max M Mrecltd

24.05 - Nick Höppner & Ryan Elliott

30.05 - Héctor Oaks & Stanislav Tolkachev

06.06 - Mira

13.06 - Voiski [Live]

20.06 - Gio's Vodkast Gala with Jeremy UndergroundParis My Love Is Underground

21.06 - Levon Vincent 

28.06 - SNTS

11.07 - RØDHÅD

18.07 - Chris Schwarzwälder

Vitamin Cubes-ის სეზონი ივლისის ბოლოს დაიხურება.

კომენტარები