ნარკოპოლიტიკა

ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ კანონი ძალაში ხვალიდან შედის

RFE/RL

"ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ" შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული კანონი ძალაში ხვალიდან შედის.

კანონის მიხედვით, ყველა ნივთიერების არალეგალური ბრუნვა, რომელიც შეიცავს კრიმინალიზებულ ქიმიურ ნაერთთა კლასს, წარმოადგენს სამართალდარღვევას. სასჯელის ზომა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონო დამზადების, წარმოების, შეძენის, შენახვის, გადაზიდვის, გადაგზავნის ან გასაღებისთვის, ისევე, როგორც უკანონოდ შემოტანის, საქართველოდან უკანონოდ გატანის ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვისთვის 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით განისაზღვრება.

ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან ეფექტური ბრძოლისთვის საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 2013 წლის ნოემბრის შემდეგ მუშაობს.  

კომენტარები