ღარიბაშვილის განცხადება

უსუფაშვილი: ფარული მიყურადების კანონპროექტს პირველი მოსმენით მივიღებთ

David Usupashvili
Tabula

15-16 მაისამდე პარლამენტი ფარული მოსმენების საკითხზე ინიცირებული პაკეტის 6-7 კანონპროექტიდან 5-6-ს მაინც პირველი მოსმენით მიიღებს, - თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე.

უსუფაშვილის თქმით, ტექნოლოგიური საკითხების გამო ერთი კანონპროექტის შესახებ უცხოელი ექსპერტებების მონაწილეობით დამატებითი ექსპერტიზის ჩატარება გახდება საჭირო.

„კანონპროექტს ევროპული სტანდარტების შესაბამისად მივიღებთ, ისე რომ კრიმინალთან ბრძოლის ინტერესსა და ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩაურევლობას შორის გონივრული ბალანსი დაცული იყოს“, - ამბობს უსუფაშვილი.  

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, კანონპროექტთა პაკეტის საკითხთა 95%  შეთანხმებულია, რათა საქართველში უკანონო მოსმენების შესახებ საუბრებიც კი დასრულდეს.

უსუფაშვილი უსაფრთხოების საკითხებში პრემიერმინისტრის მრჩეველს მინდია ჯანელიძეს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის, შსს-ს, პროკურატურის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მადლობას უხდის.

„მადლობა ოპონენტებს ნაციონალური მოძრაობიდან არ ეხება“, - დასძენს უსუფაშვილი. 

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, რომ მოქალაქეების დარწმუნება იმაში, რომ დღეს ყველას უსმენენ, ქვეყნის იმიჯის ძირგამომთხრელ საქმიანობად შეიძლება შეფასდეს.

 

 

კომენტარები